საკუთარი თავისკენ — შენი გზით
რასაც უნდა გრძნობდე,
აქ ყველაფერს აქვს ადგილი.
ზოგ დღეს წერა გჭირდება, ზოგ დღეს — უბრალოდ ყოფნა.
აქ იპოვი იმას, რაც ახლა გჭირდება.
Dagi AI
საუბარი შენზე და შენს განცდებზე
DAGI შენი AI თანამოსაუბრეა HerSpace-ში. შეგიძლია მოუყვე, რა ხდება შენს ცხოვრებაში, რას გრძნობ ან რაზე ფიქრობ, და საუბარი თავისუფლად გააგრძელო. DAGI შენს მონაყოლს მიჰყვება და გეხმარება, ფიქრებს, ემოციებსა და კითხვებს სხვადასხვა კუთხით შეხედო. DAGI-სთან ასევე შეგიძლია გაეცნო ღრმა ასტროლოგიურ ანალიზს — ცალკე შესაძლებლობას, რომელიც შენი დაბადების მონაცემებს ეყრდნობა და ზოდიაქოს ნიშნის ზოგად აღწერაზე უფრო სიღრმისეულ, შენზე მორგებულ ინტერპრეტაციას გთავაზობს.
დღიური
შენი სიტყვები. შენი რიტმი.
ჩაწერე ის, რასაც ახლა ფიქრობ და გრძნობ, შეინახე ჩანაწერები ერთ პირად სივრცეში და დროთა განმავლობაში დაუბრუნდი მათ. დღიურთან ერთად აქ დაგხვდება მანიფესტაცია და ასკეზა — წერისა და საკუთარ თავზე დაფიქრების სხვა გზები.
ტარო
საკუთარი თავის შეცნობა, არა მომავლის გამოცნობა
დაწერე შენი კითხვა და თავად აირჩიე ერთ-ერთი კარტი შეხებით — თავიდან ყველა კარტი დაფარულია და წინასწარ ვერ ხედავ, რომელს ირჩევ. არჩეული კარტი მხოლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ იხსნება. შემდეგ AI შენს კითხვასა და არჩეულ კარტზე დაყრდნობით ქმნის ინსაიტს, რომელიც შეგიძლია საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებზე დასაფიქრებლად გამოიყენო.
დასვი კითხვა → აირჩიე კარტი → მიიღე ინსაიტი
ტაროს ეკრანის ნახვა
კოსმიური ინსაიტები
შენზე მორგებული ასტროლოგიური ხედვები
კოსმიური ინსაიტები შენს დაბადების თარიღს, დროსა და ადგილს, ნატალურ რუკას, მიმდინარე ტრანზიტებს, მთვარის ფაზასა და პლანეტების მდებარეობას აერთიანებს, რათა შენზე მორგებული ასტროლოგიური ხედვები შემოგთავაზოს. შეგიძლია ნახო გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი ან კვირის ინსაიტი, გაეცნო პიროვნულ ანალიზს ან თავად აირჩიო კონკრეტული თარიღი. ეს ზოგადი ყოველდღიური ჰოროსკოპი არ არის — ინსაიტები საკუთარ თავზე დაფიქრებაში გეხმარება და მომავლის გარანტირებულ წინასწარმეტყველებას არ გულისხმობს. ღრმა ასტროლოგიური ანალიზი კი ცალკე შესაძლებლობაა, რომელსაც DAGI-სთან გაეცნობი.
კოსმიური სივრცის ნახვა
მედიტაცია
ნაკლები ხმაური. მეტი ყურადღება ამ წამს.
მედიტაციის სესიებს მუსიკალური ფონი, სუნთქვის ტაიმერი და ვიზუალური მინიშნებები ახლავს, რომლებიც სუნთქვის რიტმს მიჰყვება. სუნთქვაში ხმოვანი ინსტრუქციებიც გეხმარება. ხმოვანი მითითებები სურვილის მიხედვით შეგიძლია ჩართო ან გამორთო და სესია შენს კომფორტს მოარგო.
მედიტაციის ეკრანის ნახვა